no flash player, plase visit download flash player
GE  EN
facebook



Online conference

gazzette

Join

Contact
გია ჭანტურიამ საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გამართა [ვიდეო]
“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის”  თბილისის მერობის კანდიდატმა, გია ჭანტურიამ დღეს საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გამართა. შტაბი თავისუფლების მოედანზე მდებარეობს.როგორც პრეზენტაციაზე “ქრისტიან–დემოკრატების” ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ თბილისის მერი პირდაპირი წესით იქნებოდა არჩეული, მოძრაობამ უშუალო კომუნიკაციები განახორციელა თბილისელ მოსახლეობასთან.
 
 
მისივე თქმით, შეხვედრებისა და დიალოგის შედეგად გამოიკვეთა, რომ თბილისელებს სწორედ ისეთი მერი სჭირდებათ, როგორიც არის გია ჭანტურია.
“დღეიდან შეხვედრები კიდევ უფრო აქტიური გახდება. შეხვედრები გაიმართება თბილისის მოსახლეობასთან ყველა უბანში, ყველა ოჯახში და თითოეულ ადამიანთან. საარჩევნო კამპანიის მთავარი ამოცანა იქნება ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების წინა პლანზე წამოწევა, ხოლო მთავარი პრიორიტეტი – დასაქმება და დაბალი ტარიფები. ეს არის ის თემები, რომლებიც განუსაზღვრა “ქრისტიან-დემოკრატებს” მოსახლეობამ და რომლის გასაღებიც აქვს გია ჭანტურიას”, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
თავად მერობის კანდიდატმა კი აღნიშნა, რომ საარჩევნო შტაბის გახსნით კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, თავისი და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ძალისხმევა, ენერგია მიმართოს ქალაქისა და ქალაქელების კეთილდღეობისკენ.
ჭანტურიას განცხადებით, თბილისი არის დიდი კულტურის ქალაქი და უნდა გახდეს ისეთი, როგორიც ახსოვთ თაობებს.
“ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა მისი ნაბიჯი გადადმული იქნება თითოეული ადამიანისთვის, არ იარსებებს გამორჩეული უბანი, გამორჩეული სახლი.
ჭანტურიამ მზადყოფნა გამოთქვა, მოუსმინოს თითოეულ ადამიანს, რომელიც შეაღებს საარჩევნო შტაბის კარს.
პრეზენტაციი შემდეგ გია ჭანტურიას საარჩევნო შტაბი სიონის ტაძრის მოძღვარმა, მამა გიორგიმ აკურთხა.
Facebook 9-March 10
no flash player, plase visit download flash player

Forum

გამოკითხვა
რამდენად მომზადებული ხვდებით ახალ სასწავლო  წელს?

კარგად
საშუალოდ
ცუდად



რას წერს პრესა ჩვენზე
ახლა არის: 6th September 2010 - 11:05 PM