no flash player, plase visit download flash player
GE  EN
facebook



Online conference

gazzette

Join

Contact
გია ჭანტურიამ მრავალშვილიან დედებს 8 მარტი მიულოცა და მათი პრობლემები მოისმა [ვიდეო]
ქრისტიან-დემოკრატების  მერობის კანდიდატმა, გია ჭანტურიამ მრავალშვილიან დედებს  8 მარტი მიულოცა.
მერობის კანდიდატი 15 მრავალშვილიან დედას შეხვდა; მოისმინა მათი პრობლემები და გააცნო მოსაზრება, თუ როგორ უნდა მოგვარდეს მრავალშვილიანთა დახმარების საკითხი.
 
შეხვედრას ესწრებოდა “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილიც.
როგორც შეხვედრაზე მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში სოციალურად ყველაზე დაუცველი მრავალშვილიანი დედაა. ხელისუფლებამ შექმნა ისეთი სისტემა, როდესაც მრავალშვილიან დედას არ აქვს შესაძლებლობა, იყოს უზრუნველყოფილი.
“ქრისტიან-დემოკრატებიათვის” განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება დახმარება მრავაშვილიანებისთვის ჯანდაცვისა და განათლების სფეროში, რადგან ყველაზე დიდ თანხანს მრავალშვილიანი ოჯახები სწორედ ამ კუთხით ხარჯავენ და მათთვის ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
გია ჭანტურიას თქმით, ქვეყანაში უნდა იყოს დაფასებული მრავალშვილიანი დედა, რადგან ისინი ყველაზე მეტს აკეთებენ ქვეყნისთვის. მისივე თქმით, 4-შვილიან ოჯახში ყველა შვილი სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს დაზღვეული.
ამასთან, ჭანტურიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით,  რომ სპორტულ  და სახელოვნებო სკოლებში სწავლა ფასიანია  და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს ნაკლებად აქვთ იქ სწავლის შესაძლებლობა.
მისივე აზრით, შეუძლებელია, გადაწყდეს ქვეყანაში მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პრობლემა, თუ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოსტზე მრავალშვილიანი დედა არ იქნება, რადგან ყველაზე მეტად ამ ქალბატონებმა იციან,  რა სჭირდებათ მრავალშვილიანებს და როგორ უნდა მოხდეს მათი სოციალური დაცვა.
მრავალშვილიანმა დედებმა ისაუბრეს თავიანთ პრობლემებზე. მათ აღნიშნეს, რომ პარლამენტში უნდა მოხდეს საკითხის განხილვა მრავალშვილიანი დედის სტატუსთან დაკავშირებით, შეიქმნეს მრავალშვილიანი ოჯახების საინფორმაციო ბაზა. მათი განცხადებით, ისინი ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ამდენად ხელისუფლების მხრიდან დახმარებები  მცირეა.
Facebook 8-March 10
no flash player, plase visit download flash player

Forum

გამოკითხვა
რამდენად მომზადებული ხვდებით ახალ სასწავლო  წელს?

კარგად
საშუალოდ
ცუდად



რას წერს პრესა ჩვენზე
ახლა არის: 6th September 2010 - 10:10 PM