no flash player, plase visit download flash player
GE  EN
facebook



Online conference

gazzette

Join

Contact
ქრისტიან დემოკრატები  ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ეფექტური სტრატეგიის შემუშავებას ითხოვენ [ვიდეო]
ქრისტიან-დემოკრატები ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ეფექტური სტრატეგიის შემუშავებას ითხოვენ.
ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე "ქრისტიან-დემოკრატმა" მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი და მეორე სტადიის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა,
 
ასაკის მიუხედავად, სახელმწიფო დაფინანსებას დაექვემდებარა, ონკოლოგია კვლავ მოსახლეობის უმწვავეს პრობლემად რჩება.
ანიკაშვილის შეფასებით, ონკოლოგიური სტატისტიკა უკიდურესად შემაშფოთებელია და, შესაბამისად, სათანადო ზომები უნდა გატარდეს.
კერძოდ, “ქრისტიან-დემოკრატებს” მიაჩნიათ, რომ აუცილებელია კიბოს პრევენციის და მკურნალობის პროგრამების დაფინასების გაზრდა, სურსათის უვნელობის სამსახურის რეალური ამოქმედება, მავნე საწარმო ნარჩენების აღმოჩენა და განდგურება, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საზოგადოების სათანადო ინფორმირება და ჯანსაღი  ცხოვრების წესის დანერგვა.
"სიმსივნური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ცხადია,  გადამწყვეტი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის ზოგადი სოციალური მდგომარების გაუმჯობესებაა", – დასძინა მან.
Facebook 5-March 10
no flash player, plase visit download flash player

Forum

გამოკითხვა
რამდენად მომზადებული ხვდებით ახალ სასწავლო  წელს?

კარგად
საშუალოდ
ცუდად



რას წერს პრესა ჩვენზე
ახლა არის: 9th September 2010 - 03:48 PM