|
|
 |
ქრისტიან-დემოკრატების მსვლელობა ქართლის დედის ძეგლთან დასრულდა [ვიდეო] |
 |
|
|
|
დედის დღესთან დაკავშირებით “ქრისტიან–დემოკრატების” მსვლელობა, რომელიც ევროპის მოედნიდან დაიწყო, ქართლის დედის ძეგლთან დასრულდა. მსვლელობაში მონაწილეობდნენ “ქრისტიან–დემოკრატების” წარმომადგენლები გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი, ჯაბა სამუშია, ზაზა გაბუნია,ლევან ჯაფარიძე და პარტიის 500-მდე აქტივისტი.
|
|
მსვლელობის დასრულებისას ქართლის დედის ძეგლთან მივიდნენ “ქრისტიან–დემოკრატების” მერობის კანდიდატი გიორგი ჭანტურია და დეპუტატი ნიკა ლალიაშვილი. გიორგი თარგამაძემ და გიორგი ჭანტურიამ ქართველ დედებს დედის დღე მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ამ მსვლელობით საზოგადოებას ქართველი დედის ისტორიული მისია შეახსენეს. კომენტარები გაკეთდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც. გიორგი თარგამაძის თქმით, ადგილობრივი პოლიტიკა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ახლოს დგას ადამიანებთან. “პოლიტიკა მარათონია, არჩევნები ამ მარათონის ერთი მონაკვეთი და ჩვენ ამ მონაკვეთზე გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.
|
 3-March 10 |
|
|
|
 |
რას წერს პრესა ჩვენზე
|
 |
|