no flash player, plase visit download flash player
GE  EN
facebook



Online conference

gazzette

Join

Contact
გიორგი ახვლედიანი პეტრე ცისკარიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს [ვიდეო]
ქრისტიან-დემოკრატებს” აინტერესებთ, ”რა ფერის სათვალე უკეთია ხელისუფლებას, რომ მათთვის ყველაფერი ლამაზად ჩანს”.
ამის შესახებ ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა, ჭიათურიდან ჩამოსულ რეგრესის პენსიონერებთან ერთად, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
ბევრ სხვა პრობლემურ საკითხთან ერთად, ჩვენ გასულ პარასკევს ვისაუბრეთ ჭიათურის რეგრესის პენსიონერთა და წარმოებით დაზარალებული ადამიანების შესახებ. საუბარია ათასზე მეტ ადამიანზე. აქამდე პრეზიდენტი და მისი უმრავლესობა თავს არიდებდნენ ამ საკითხზე პასუხის გაცემას ან ცინიკურად ოხუნჯობდნენ. ბოლო დებატებისას კი, უმრავლესობის ლიდერმა აშკარა ტყული იკადრა, როცა განაცხადა რომ სახელმწიფომ ამ ადამიანებს ყველა დავალიანება გაუსტუმრა”, - აღნიშნა ახვლედიანმა.  
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგრესის პენსიონერებსა და წარმოებით დაზარალებულებს ხელთ აქვთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, დავალიანება მაინც გაუსტუმრებელია.  
“როცა უმრავლესობა კომპეტენციის დეფიციტს გვაბრალებს, “ქრისტიან-დემოკრატები” ვკითხულობთ, ვინ არის მატყუარა და ვინ ამბობს სიმართლეს. გასცენ პასუხი ამ ხალხს, რატომ არ სრულდება მათი კანონიერი მოთხოვნა. როცა პრეზიდენტი შავ სათვალეებზე საუბრობს და ოპოზიციას ირონიულ რჩევებს აძლევს, იქნებ, გაგვცეს ვინმემ პასუხი - რა ფერის სათვალე უკეთია თავად ხელისუფლებას, რომ იქიდან ყველაფერი ლამაზად ჩანს”, - აცახდებს გიორგი ახვლედიანი.
Facebook 2-March 10
no flash player, plase visit download flash player

Forum

გამოკითხვა
რამდენად მომზადებული ხვდებით ახალ სასწავლო  წელს?

კარგად
საშუალოდ
ცუდად



რას წერს პრესა ჩვენზე
ახლა არის: 6th September 2010 - 10:05 PM